სტუდენტებმა დღეს, 15 მაისს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დაანონსეს. როგორც მოძრაობა დაფიონი Facebook-ზე წერს, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება.
"სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში
საქართველოს გზა ევროპაშია!
P.S ხვალ ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია - "საფრანგეთი 24" და იტალიური მსხვილი მედია - "ელ პერიოდიკო". დასავლეთის ყურადღება და ამ საკითხში გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ!", - ნათქვამია განცხადებაში.