"ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ეფექტური მუშაობის შედეგად, დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფრენები არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ.
"მოგეხსენებათ, სასწავლო წელი იწყება არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამებითა და ნიჭით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით. ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ეფექტური მუშაობის შედეგად, დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით", - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.