სტუდენტური მოძრაობა სხვა სტუდენტებს მიმართავს, ხვალინდელ აქციას შეუერთდნენ. განცხადება ლუკა ჭოხონელიძემ პარლამენტის წინ გააკეთა.
"ხვალ სტუდენტური მოძრაობა შეუერთდება პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას და ყველა ერთად ვიდგებით ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. თუკი დარჩა ვინმე სტუდენტი, რომელიც არ გამოსულა ამ პროტესტზე, მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდეს და ერთად დავიცვათ საქართველოს მომავალი", - თქვა მან.
მანამდე სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს.
აქცია #შინევროპისკენ პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.