logo
ENG



სტუდენტური ომბუდსმენი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის გადახედვას ითხოვს

12 ივნ 202007:42
3 წუთის საკითხავი
 

სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროში ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადების შეტანას გეგმავს.

სტუდენტური ომბუდსმენის დამფუძნებლის თაკო მეტრეველის თქმით, განათლების სამინისტროსგან ისინი წლევანდელი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის გადახედვას ითხოვენ.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ თავიდან აიცილოს პანდემიით გათვალისწინებული საფრთხეები, თუმცა გამომცდელების ინტერესები უნდა დაიცვას. 

ჩვენ ვთავაზობთ, რომ გააფართოვონ საგამოცდო ცენტრების რაოდენობა და ასევე გამოიყენონ ღია სივრცეები, მაგალითად როგორიც არის დიდი სტადიონები, რომელიც უკვე გამოიყენა საგამოცდო პერიოდისთვის სამხრეთ კორეამ. ღია სივრცეში ასევე არ იქნება საჭირო პირბადეების მოხმარება და ეს უფრო კარგად იმოქმედებს აბიტურიენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე", - ამბობს მეტრეველი. 


close დახურვა