logo
ENG



სუბარი: შექმნილია 10 ჯგუფი, რომელმაც მარნეულსა და ბოლნისში ყველა ოჯახი უნდა შეამოწმონ

23 მარ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეების შემოწმების შემდეგ, დაიწყება მასობრივი ტესტირება. სუბარის თქმით, მარნეულში ინფიცირებულთან 100-მდე კონტაქტი დადგინდა.

„ადამიანებს საშუალება ეძლევათ გავიდნენ და საველე სამუშაოები შეასრულონ. ოღონდ ძალიან მკაცრი წესებია - მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი, არ უნდა მოძრაობდნენ ავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, სადაც მოხალისეები არიან და თითოეულ ჯგუფში თითო ექიმია. მათ უნდა შეამოწმონ ყველა ოჯახი. თავდაპირველად დაიწყებენ იმ უბნების შემოწმებას, სადაც შეიძლება ყველაზე დიდი საფრთხე იყოს, სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ. 100-მდე კონტაქტი დადგენილია და ამიტომ ჯერ მოხდება მოქალაქეების შემოწმება და შემდეგ დაიწყება მასობრივი ტესტირება. შექმნილია ასევე 40 მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოციალურ დაუცველებსა და პენსიონერებს დაეხმარებიან. მოხალისეები ადგილობრივები არიან. ძირითადი კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება. მოსახლეობა მშვიდადაა. აქ მყოფი ადამიანები დარჩებიან ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ისინიც ვინც მარნეულში არ ცხოვრობენ. ისინი აქ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. სატრანზიტო მოძრაობა უპრობლემოდაა. როცა სატრანსპორტო მოძრაობა შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათი გაცილება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ“, - განაცხადა სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია. ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


close დახურვა