logo
ENG



სუბარი სააკაშვილზე: შეუძლია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმპერატორად გამოაცხადოს თავი

08 სექ 202000:50
3 წუთის საკითხავი
 
სუბარი სააკაშვილზე: შეუძლია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმპერატორად გამოაცხადოს თავი

ქართული ოცნების სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, შესაძლო, დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩამოვა. 

სუბარმა სააკაშვილს მშიშარა უწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკანია მომზადებული. 

"ვერ გაბედა თქვას, რომ ჩამოვა იმიტომ, რომ ვერ ჩამოვა, იმიტომ, რომ არის მშიშარა, ეშინია მართლმსაჯულების ისევე, როგორც ეშინოდა მაშინ იმ თვითმფრინავის, ტალახში რომ ფორთხავდა.

ჩვენ მაინც გვინდა, რომ ჩამოვიდეს, შეუძლია - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, უნდა პრემიერმინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, შესაბამის სკიპრას გაუმზადებენ. თქვა, რომ კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს, აღიარებს შეცდომებს, დანაშაულებს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლომ მას სამართლიანად მიუსაჯა ის, რაც მიუსაჯა", - ამბობს სოზარ სუბარი. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს გააკეთა. 

დღესვე სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში იმ პირობებში დაბრუნდება, როდესაც მისი ჩამოსვლა არეულობას არ გამოიწვევს


close დახურვა