logo
ENG



სუბსიდია უმუშევრებს - შეეხებათ თუ არა დახმარება თვითდასაქმებულებს

14 აპრ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 1199

150-ლარიანი ვაუჩერი დღეს მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკური პროტესტის მიზეზი გახდა. დღის ბოლოს პრემიერმა დააზუსტა, რომ სუბსიდია ხელფასის გარეშე დარჩენილებისთვის პანდემიის დროს საარსებო მინიმუმის მიხედვით იქნება გამოყოფილი.

ამ დრომდე არ კონკრეტდება, შეხვდებათ თუ არა დახმარება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

სპეციალისტების გათვლებით,  6-თვიანი დახმარება მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილზეა გათვლილი, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა.  გამოდის, რომ დახმარების გარეშე რჩება დაახლოებით 900 ათასი თვითდასაქმებული.

150-ლარიანი დახმარების შესახებ მოსახლეობას პირველმა არა მთავრობამ, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აცნობა.


close დახურვა