logo
ENG



სუმის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში ზარინის ნარჩენები იპოვეს - მერი

16 აპრ 202223:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/heq35si3xzdffrv.png

ქალაქ ტროსტიანცის მერის იური ბოვას ინფორმაციით, ოკუპანტებისგან სუმის ოლქის გათავისუფლების შემდეგ სოფელ ბილკაში უკრაინელმა სამხედროებმა ქიმიური იარაღის ნარჩენები აღმოაჩინეს - საუბარია ზარინსა და სხვა მომწამლავ ნივთიერებებზე.

როგორც ბოვამ აღნიშნა, ბილკაში იპოვეს ამპულები და საკითხზე ახლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მუშაობს.

"შესაძლოა, რომ ამ ქიმიური ნივთიერებებით ოკუპანტები გეგმავდნენ იერიშის მიტანას კიევზე, ან პოლტავაზე ან სხვა ქალაქებზე. რაც შეეხება ქალაქ ტროსტიანცეს, ერთი თვის განმავლობაში ოკუპანტებმა დანაღმეს არაერთი სასაფლაო, პარკი და ადმინისტრაციული ობიექტი. ახლა ქალაქში მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს: ერთი საგანგებო უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს, მეორე ჯგუფში სამხედროები არიან. უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, მაინც რჩება ადგილები, სადაც გადაადგილება უსაფრთხო არაა", - თქვა მერმა. 

 


close დახურვა