logo
ENG



სუნაკი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: ჩვენი სადაზვერვო სამსახური ყურადღებით იკვლევს ინციდენტს

07 ივნ 202315:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/07/msg0krr1iys9b0u.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქებას ბრიტანული სამხედრო და სადაზვერვო სამასახურები ყურადღებით იკვლევენ.

"ჩვენი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები ახლა ყურადღებით იკვლევენ ამ ინციდენტს. თუ ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და რუსული აგრესიის ახალი დემონსტრირება.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საშინელი და არასწორია. მსგავსი შემთხვევები უკვე ვნახეთ კონფლიქტის დროს. მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.


close დახურვა