logo
ENG



სუნაკის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება

15 მაი 202312:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/equkwc9hk6fwg2m.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება.

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს საშინელ, აგრესიულ ომს, რომელიც მათ [უკრაინელებს] არ აურჩევიათ და არ წამოუწყიათ.

მათ ესაჭიროებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მხარდაჭერა, რათა თავი დაიცვან დაუნდობელი და განურჩეველი თავდასხმებისგან, რაც მათი ყოველდღიური რეალობაა უკვე წელიწადზე მეტია. ჩვენ ისინი [უკრაინელები] არ უნდა დავტოვოთ", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. როგორც ზელენსკი წერს, ის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს შეხვდება. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში იმყოფებოდა, 13 მაისს კი რომსა და ვატიკანში ჩავიდა.


close დახურვა