საქართველოში ყველანაირი ონლაინ გაყიდვა იზღუდება გარდა სურსათით მომარაგებისა. ამის შესახებ ნორმატიული აქტი საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
ნორმატიული აქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობა ეზღუდება ყველას, გარდა აქტით გათვალისწინებული საწარმოებისა. ასეთებად კი მიჩნეულია სურსათის საწარმოები, მარკეტები, კომერციული ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები და ის ონლაინსერვისები, ვინც სურსათს მიაწოდებს.
შეზღუდვიდან გამომდინარე, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადებები უკვე გაავრცელეს ტექნიკის მაღაზიებმა. ისინი ონლაინგაყიდვებს წყვეტენ.