logo
ENG



სურსათის მარაგისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

15 მარ 202017:50
3 წუთის საკითხავი
 
lagc47upflyrr3y.png

ქვეყანაში სურსათის მარაგისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დღეს ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

„ჩვენ გვაქვს რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში როგორც იმპორტიორებთან, ისე  დისტრიბუტორებთან და მსხვილ სავაჭრო ქსელებთან იმისთვის, რომ არამხოლოგაიზარდოს ფასები და მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. 


close დახურვა