სუს-ტემა უნდა დაინგრეს - 30 ნოემბერს, 15:00-ზე სუს-ის შენობასთან აქცია დაიგეგმა.
"ქართული ოცნება ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.
ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები:
სირცხვილია
დროა
ლელო საქართველოსთვის
Foxes/მელიები
შეცვალე