logo
ENG



სუს-ში ქანან ბაბაევის გამოკითხვა დასრულდა

23 ივნ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე აქტივისტი ქანან ბაბაევი გამოიკითხა. როგორც ბაბაევი აცხადებს, მისი დაბარების მიზეზი სოციალურ ქსელში გაზიარებული სტატუსებია, რომელიც ნარიმან ნარიმანოვს შეეხება.

„ფეისბუკში ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებით, რაღაც რაღაცებია გაზიარებული და ამაზე აქვთ პრობლემა“, - აღნიშნა ბაბაევმა.

ბაბაევის ადვოკატი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ხელმეორედ ქანან ბაბაევის გამოკითხვა.

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, მეც მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე და ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ის უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი გამოკითხვა დადებითად არის შესაფასებელი. დადებითად ვაფასებ, რომ დღეს ქანან ბაბაევი მოწმის სახით დაიკითხა“, - განაცხადა ალი ბადიროვმა.

შეგახსენებთ, რასობრივი შუღლის გაღვივებაზე გამოძიება სუს-მა 30 მაისს  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგის განცხადების შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 15-მდე სამოქალაქო აქტივისტი დაიკითხა. გამოძიების ფარგლებში  გამოიკითხა EMC-ის  იურისტი, თამთა მიქელაძეც და მარნეულის საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნები. 


close დახურვა