logo
ENG



სუს: სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

07 ოქტ 202213:15
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს.

სუს-ის ცნობით, ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უკანონო ბორდერიზაციის საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო .. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას” - აცხადებს სუს.


close დახურვა