logo
ENG



სუს: ქრთამის აღებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დავაკავეთ

19 ივლ 202117:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/qsqp686hoqlqhhc.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,  საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს", - აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა