ანსამბლმა "სუხიშვილებმა" ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ისინი უერთდებიან კამპანიას და ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"Freedom for doctor Vaja, თავისუფლება ვაჟა ექიმს",- ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე რჩება პატიმრობაში. მის გათავისუფლებას ითხოვენ როგორც ადგილობრივები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.