logo
ENG



სწავლა სკოლის გარეშე - დროება

17 სექ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 

სასწავლო წელი ყველა საფეხურზე დაიწყო ან ამ ორშაბათს იწყება. დროება დღეს გთავაზობთ სიუჟეტების ბლოკს, რომლებშიც განვიხილავთ ყველაზე ელემენტარულს, რითაც ბავშვებს, მოზარდებს თუ სტუდენტებს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს - განათლების ხელმისაწვდომობას. საქართველოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი - თბილისია. აქ საცხოვრებელი კომპლექსების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. თუმცა ამან დედაქალაქი საკუთარი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოდ ნამდვილად ვერ აქცია. უფრო მეტიც, ქალაქი ვერ ასრულებს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობითა და ხარისხით ჩვენს შვილებს. სამწუხაროდ დედაქალაქის მერია თბილისს უპირატესად, როგორც უძრავი ქონებისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ ტერიტორიას განიხილავს. როგორ ხდება განათლების ნგრევა პირდაპირი მნიშვნელობით და როგორ ზარალდებიან ჩვენი შვილები - დავიწყოთ ჯერ სკოლებით, შემდეგ ბაღები და უნივერსიტეტები. დროება - სწავლა სკოლის გარეშე.


close დახურვა