logo
ENG



სჯობს, მმართველ პარტიას მიხედოს - დამოუკიდებელი დეპუტატების პასუხი თალაკვაძეს

01 ივლ 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
hcba4r33ktlzcj0.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელმაც ოპონენტები ძველ და ახალ ოპოზიციად დაყო. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდისგან ოპოზიციის დაყოფის მცდელობა არახალია და თალაკვაძეს ურჩევენ, საკუთარი პარტიის საქმეებით დაკავდეს.

„ზუსტად ამას აკეთებს დღეს უკვე მმართველი გუნდი. ცდილობს, რომ ოპოზიცია, სხვადასხვა ადამიანები დაყოს ჯგუფებად, კატეგორიებად და მიაწებოს სხვადასხვა იარლიყები. ეს მისი საქმე არ არის. მმართველ პარტიას მიხედოს და ოპოზიცია როგორ მოიქცევა, რა როლს შეასრულებს და როგორ გადანაწილდება, ეს მათი საქმეა. ეს ყველაფერი ახალი არა არის. კარგა ხნის წინ დაიწყო ეს მესიჯები და მიდგომა მმართველმა პარტიამ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება თალაკვაძის კიდევ ერთ განცხადებას, სადაც მან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საკუთარი პარტიის გამარჯვებად შეაფასა, დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი ხმების გარეშე ცვლილებების დამტკიცება ვერ მოხდებოდა.

„ახალი ტენდენციის მანიშნებელია როგორც ჩანს რაღაც დინებები მიდის. როგორც წესი, ყველა ხელისუფლებას უნდა, რომ რაღაც ხელოვნური სურათი შექმნას მისთვის სასურველი ოპოზიციის. ვინ აღმოჩნდება ამ როლში, ეს სხვა საკითხია, ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს, მაგრამ ამ პოლიტიკურმა პროცესმა აჩვენა ის, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება ვინც მივიღეთ, კარგად გვესმოდა, რომ ჩვენი ხმის გარეშე უბრალოდ ეს ცვლილებები ვერ გავიდოდა“, - განაცხადა ბესელიამ.


close დახურვა