logo
ENG



ტერაქტი ოლენოვკაში - დაიღუპა სულ მცირე 41 უკრაინელი სამხედრო

06 ოქტ 202218:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/yq5raq51nkkkwgv.png

დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, რუსი ჯარისკაცების მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 41 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას აზოვის პოლკის მეთაურები ავრცელებენ.

როგორც შტაბის ხელმძღვანელმა ბოგდან კროტევიჩმა აღნიშნა, იმის შესახებ თუ რა მოხდა ოლენოვკაში, ტყვეობიდან ჩერნიჰივში დაბრუნების შემდეგ გაიგეს. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დაადგინონ უკრაინელი სამხედროების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ოლენოვკაში იმყოფებოდნენ. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

"ოლენოვკასთან მიმართებით - სიები მომცეს მე. თავდაპირველად მომცეს რუსეთის ფედერაციის მიერ შედგენილი სიები. ახლა ვატარებთ გამოკითხვას. ის დასრულებული არაა. რუსული სიების მიხედვით, იქ იყო 53 ან 54 ადამიანი. ჩვენი სიებით, ჯერჯერობით 41 სამხდროა. დათვლითი სამუშაოები გრძელდება", - თქვა კროტევიჩმა.

აზოვის პოლკის შტაბის უფროსი ამბობს, რომ ასევე არის ინფორმაცია ერთი დაჭრილი სამხედროს შესახებ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ბედი უცნობია.


close დახურვა