რატომ დევნის სუს-ი, ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებულების ოჯახის წევრებს. მას შემდეგ რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს 6 და თურქეთის ერთი მოქალაქე ტერორიზმის ბრალდებით აიყვანა - გაურკვეველია მათი ცოლებისა და მცირეწლოვანი შვილების ბედი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. შაბათის ფორმულასთან ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ მას ურეკავენ და მთავრობის სახელით უთვლიან - რომ ქვეყანა დროულად დატოვონ. რატომ ითხოვს საემიგრაციო სამსახური, რომ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ბრალდებულების მცირეწლოვანმა შვილებმა - საქართველო დატოვონ გაუგებარია. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც საქმის მთავარ პროკურორს, რომელიც ბრალდებულების ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირს იძიებს. ორი ოჯახი შაბათის ფორმულას უყვება, რომ ისინი მუდმივ სტრესსა და ტერორს განიცდიან, რადგან მას შემდეგ რაც მათი ქმრები აიყვანეს - სუს-ი ქვეყნის დატოვებასა აიძულებს.
ტერორიზმის საქმე - შაბათის ფორმულა
04 ნოე 202320:55
3 წუთის საკითხავი
