ხმაურიანი სპეცოპერაციის ახალი და დღემდე უცნობი დეტალები - 7 ადამიანი ტერორიზმის ბრალდებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დააკავეს. ტერორიზმის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, თუმცა ცნობილია, რომ ბრალდებულები, ტერორიზმის ქადაგების მიზნით, საგანგებოდ მოწყობილ სამლოცველოს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფარულად იყენებდნენ და სავარაუდოდ, მებრძოლებსაც აგროვებდნენ. გამოძიება მათ კვალზე, ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურით, ფარული მიყურადებით და ფარული თვალთვალით გავიდა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოსთან კავშირების გამო, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს, მოგვიანებით გათავისუფლების, შემდეგ თავი საქართველოს შეაფარა. ამერ ონაის საეჭვო კავშირების შესახებ, ქართველ სამართალდამცველებს, ინფორმაცია, სავარაუდოდ სწორედ თურქულმა მხარემ, მიაწოდა. ამერ ონაის გარდა, იგივე ბრალდებით აიყვანეს საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას ედავება.
ტერორიზმის საქმის ახალი დეტალები - შაბათის ფორმულა
28 ოქტ 202320:38
3 წუთის საკითხავი