ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ საქართველოში არ არის საგანგაშო სიტუაცია. როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე მხოლოდ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები გადიან გამოკვლევებს, რადგან სხვა ტიპის გავრცელება არ დაფიქსირებულა.
„ყველას რომ ტესტი ჩაუტარდეს - ეს არაა სწორი. არ გვაქვს ისეთი გავრცელება, რომ ნებისმიერ ტემპერატურაზე ჩატარდეს ტესტი. თუ ამჟამად არსებულ ინფიცირებულთან არსებობდა კონტაქტი - მაშინ უნდა ჩატარდეს. ნებისმიერი ინფიცირებულის კონტაქტზე ტარდება კვლევა - თუ ინფიცირებულს გამორჩება, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, მაშინ შესაძლებელია თავად პიროვნებას გაახსენდეს. მთელ საქართველოში ვისაც 38 ექნება სიცხე, ყველას ტესტირება ვერ ჩაუტარდება - სიფრთხილეს იცავს მთელი ქვეყანა, ისწავლა ჩვევები ყველამ და თვითონ მიხვდება ადამიანი. მთავარია კონტაქტი", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 33 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული - აქედან ერთი უკვე გაეწერა ბინაზე.