ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც გაიტაცეს, აწამეს და ფული გამოსძალეს, გარდაიცვალა. თავზე მძიმე ოპერაციის შემდეგ ოთარ გელაშვილმა 40 დღე იცოცხლა.
დანაშაულის მოტივად ფული სახელდება, რომელიც გელაშვილმა ნაკვეთის გაყიდვით მიიღო. დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირი, მეორე მიიმალა.