logo
ENG



ტიკარაძე: 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი აიცრა

15 მარ 202117:23
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი აიცრა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პირველი დღისთვის 3 000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი აიცრა. ამაზე მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ 

"ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება.

ჩვენი ექიმებიც, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ხაზზე არიან, ის, რომ დღეს ჩვენ ვცრით ექიმებს და არა რომელიმე სხვა ჯგუფს, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ იცრებიან, ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას, ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ასეთია საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვაა, როცა ჩვენ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვცრით პირველად მათ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა