ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ვაქცინაციის საბჭოზე გამოიკვეთა რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აქტივობა კოვიდვაქცინაციაზე ძალიან დაბალია. ამასთან, ძალიან მაღალია მათი ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. მინისტრის თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში.
"ცალსახად გამოიკვეთა ცუდი მაჩვენებელი - ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 80-70 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში.
როდესაც ეს მონაცემები ჩვენ შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციასა და, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით. მნიშვნელოვანია, საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი რისკები", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
8 სექტემბერის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 ადამიანი ემსხვერპლა.