ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დამატებით ზომების გამკაცრება არ იგეგმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაიცვას და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ წესების დაცვის საკითხს, რათა კორონავირუსი არ გავრცელდეს.
"ამ ეტაპისთვის ქვეყანაში დამატებითი ზომების გამკაცრებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათი სოციალური პასუხიმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც გაზაფხულზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1278 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1058 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.