logo
ENG



ტიკარაძე: ბიზნესის სხვა სფეროებისა და ტრანსპორტის გახსნაზე იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ

13 იან 202112:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავაჭრო ქსელების გარდა სხვა სფეროებისა და ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა სფეროს გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.

"1 თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში და უკვე კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტური. ყველა სფერო არ გაიხსნება", - განაცხადა ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე გახანგრძლივდა. მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. შეზღუდვების მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება. 


close დახურვა