logo
ENG



ტიკარაძე: გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება

11 აგვ 202111:24
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა პიკშია და სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდი იქნება.

როგორც მან ჟურნალლისტებს უთხრა, დღეის მდგომარეობით, 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა, რომელთა დიდი ნაწილიც ბინაზე გადის მკურნალობას. 

მისივე თქმით, ინფექცია მზარდია რეგიონების ჭრილშიც. 

"ჩვენ გავდივართ პიკს. დღესდღეობით ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს გვაქვს 46 000-მდე აქტიური შემთხვევა. ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე", - თქვა ტიკარაძემ.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში გაკეთდა 23 935 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 688 940 ადამიანია აცრილი, მათგან 210 776​ ორჯერადად.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,61%-ია, ბოლო 14 დღის - 9,33% ხოლო 7 დღის - 10,27%.


close დახურვა