logo
ENG



ტიკარაძე: მუდმივად ვახორციელებთ როგორც მომწოდებლების ასევე შეკვეთების გაფართოებას

13 აპრ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო პირბადეების შეკვეთებისა და მომწოდებლის ნუსხის გაფართოებას მუდმივად ახორციელებს. ტიკარიძის თქმით, სამინისტრომ შეარჩია სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო პირბადეების მომწოდებელი და ეს შესყიდვები დაკორექტირებულია.

„შეკვეთა პირბადეებზე განხორციელდა მარტის თვეში, როდესაც ჩვენ არ გვყავდა ალტერნატიული მომწოდებელი, მაგრამ მუდმივად ვახორციელებთ როგორც მომწოდებლების ასევე შეკვეთების გაფართოებას და მომწოდებლების ნუსხის გაფართოებას. მას შემდეგ რაც ჩვენ შევარჩიეთ სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებლად საჭირო პირბადეების მომწოდებელი, ჩვენ დავაკორექტირეთ ეს შესყიდვა და შესყიდვის დაკორექტირება მოხდა 4 აპრილს და ეს ყოველივე მაცნეზე აიტვირთა 8 აპრილს“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 


close დახურვა