საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველ კვარტაშლი ფაიზერის ვაქცინის გარდა, ასტრაზენეკას ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის შემოტანაც იგეგმება.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
"ფაიზერის გარდა, ჩვენ ველოდებით ასტრაზენეკას ნახევარ მილიონ დოზას. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და აღწერილობა საქართველოს მზაობის ამ მიმართულებით. შესაბამისად, პირველ კვარტალში ასევე ველოდებით ასტრაზენეკას", - თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირი გეგმავს, ევროპაში წარმოებული კოვიდვაქცინის ე.წ. მესამე ქვეყნებში ექსპორტი გაამკაცროს. გასულ კვირას ასტრაზენეკამ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემის გამო, წევრ ქვეყნებს გამიზნულზე და შეთანხმებულზე ნაკლებს მიაწვდიდა. ამის გამო, ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდსმა აღნიშნა, რომ მომავალში კოვიდვაქცინის მწარმოებელმა ყველა კომპანიამ ევროკავშირში, მხოლოდ ადრეული შეტყობინების საფუძველზე უნდა გაიტანოს ვაქცინა ე.წ. მესამე ქვეყნებში.
რა ვიცით ამ დრომდე კოვიდვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის გეგმაზე - წაიკითხეთ აქ.