ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, პრეპარატს იმ პაციენტებზე გამოიყენებენ, ვისთანაც ჩაითვლება, რომ ეს ეფექტური იქნება.
"გუშინ ჩამოვიდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა და დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის", - თქვა ტიკარაძემ.
პრეპარატი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრმა 104 ათას დოლარად შეიძენა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს ექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ. მათი თქმით, პრეპარატი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
რემდესივირი ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება.