logo
ENG



ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

09 აგვ 202118:57
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია

ჯადნაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.

როგორც მან რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, სამინისტრო საწოლფონდის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს.

"არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, რომ საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია იყოს. გარდა მობილიზაციისა, ჩვენ ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება", - ამბობს ტიკარაძე.

როგორც ის აღნიშნავს, სამინისტრო ეპიდვითაებაზე დაკვირვებას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში საბჭოს დამატებითი მოთხოვნებით მიმართავს. 

"გასათვალისწინებელია ის კომპონენტი, რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარებაზე. საჭიროა დაველოდოთ მოვლენებს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ეპიდვითარებაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში საბჭოს დამატებითი თხოვნით მივმართავთ", - თქვა ტიკარაძემ. 

9 აგვიტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური 9.54%, ბოლო 14 დღის - 8.74% ხოლო 7 დღის - 9.75%.

დღეს, 9 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სექტორს მაქსიმუმ 8 000 -მდე საწოლის მობილიზება შეუძლია. 


close დახურვა