logo
ENG



ტიკარაძე: ფაიზერთან საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით

31 მარ 202112:58
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ფაიზერთან საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ გაურკვეველია, რა დროში და რა ფორმატით მოხდება ეს. 

"ფაიზერთან მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე", - ამბობს ტიკარაძე. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი

ჩინურ ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ


close დახურვა