ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერითა და ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება, ჩინურით - ვაქცინაციის ცენტრებშიც.
"მინდა განვმარტო მოქალაქეებისთვის, რომ ფაიზერის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება ცალსახად მხოლოდ კლინიკებში, ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. ასევე, ასტრაზენეკასთან მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში", - თქვა ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, მასობრივი ვაქცინაციის სივრცე ამჟამად ჰუალინგშია მოწყობილი, კიდევ ერთის კი - ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე იგეგმება.