logo
ENG



ტიკარაძე: შაბათიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა

11 მარ 202114:00
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. ის ამბობს, რომ შეთანხმების თანახმად პირველ ეტაპზე ქვეყანა ასტრაზენეკას ვაქცინას, 43 200 დოზას მიიღებს.

ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს UNICEF-ის დახმარებით მოხდა. 

"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", - თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფაიზერის დაჩქარებული წესით მოწოდებაც მოხდეს.

თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია. ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე. მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის. 


close დახურვა