logo
ENG



ტიკარაძე: შეზღუდვების მოხსნათან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის

14 დეკ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ის აღნიშნავს, დაწესებული შეზღუდვები ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის "სწორად იყო შერჩეული".

ასევე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ამ კვირის განმავლობაში დამატებით იმსჯეებს.

"ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ამ კვირის მანძილზე, ვინაიდან მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობაც.

გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ კომუნიკაციას კერძო სექტორთან",-ამბობს ტიკარაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

 
 
 

close დახურვა