logo
ENG



ტიკარაძე - 67 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და სპეცრეიზით გადაიყვანეს ავსტრიაში

24 მარ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა.

ტიკარაძის თქმით, ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 56 პირი მკურნალობს.

„დღეის მდგომარეობით ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა. აქედან 2 გყვავდა ავსტრიელები და გუშინ ღამით ავსტრიის სახელმწიფომ სპეცრეისით გადაიყვანა ისინი სამშობლოში. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებულია 65 მოქალაქე და აქედან 9 ჯანმრთელია. ჩვენ გყვავს უკვე 56 კორონავირუსით ინფიცირებული სხვადასხვა სტაციონარებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 67-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.  


close დახურვა