logo
ENG



ტიკარაძე - შესაძლებელია, პროტოკოლი შევცვალოთ და ექიმებს ტესტირება კვირაში ერთხელ ჩავუტაროთ

05 მაი 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მედპერსონალს კოვიდ-19-ზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდება, თუმცა შესაძლებელია, ეს საკითხი განხილვის საგნად იქცეს.

როგორც მინისტრმა განმარტა, სამინისტრო მზად არის, არსებული პროტოკოლი შეცვალოს და მედპერსონალს ტესტირება 7 დღეში ერთხელ ჩაუტაროს იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლთან თანხვედრაში იქნება.

„იცით, რომ რამდენიმე კვირაა, რაც გაწერილია პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი წარმოდგენილია როგორც რისკ-ჯგუფი. შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. პროტოკოლის მიხედვით , მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე. ეს დღესდღეობით განხილვის საგანია, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ ყველაფერს შევაჯერებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდეგ მივიღებთ უკვე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საკითხს, როგორ ვიცავთ ჩვენს ექიმებს, სამინისტროში არის ჩამოყალიბებული ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ამ ტრენინგებს როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, ასევე ყველა სტაციონარში და ჩვენ ვაცნობთ მათ ადგილზე ამ პროტოკოლებს. ასევე, ამ პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, თუ როდის და როგორ უნდა მოიხმარონ მათ პირადი დაცვის საშუალებები. რაც შეეხება დაცვის საშუალებების რაოდენობას, საქართველოში ამის მარაგები საკმარისია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


close დახურვა