logo
ENG



ტიკარაძემ ასტრაზენეკას ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

23 მარ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/23/l81aqbejpcixm63.png

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასტრაზენეკას ვაქცინა პირდაპირ ეთერში, საჩხერის კლინიკაში გაიკეთა.

"თავს კარგად ვგრძნობ", - უთხრა მან ჟურნალისტებს აცრის შემდეგ.

დღესვე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობას განიხილავს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 4 000-ზე მეტი მუშაკია აცრილი.

გუშინ, 22 მარტს ტიკარაძემ თქვა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, ექიმების გარდა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.


close დახურვა