სიყალბე, სიძულვილის ენა, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა - ქართული ოცნების დამახასიათებელი ხერხები, რასაც მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის იყენებენ, ახლა უკვე ჩინური სოციალური ქსელის, ტიკტოკის მთავარი ტრენდია. გარდა ქართული ოცნებისა ტიკტიკში - ახალგაზრდების ტვინების გამოსარეცხად - ყველა პოლიტიკური მოთამაშე გადაბარგდა. ქართული პოლიტიკის ახალი მიზნები ახალგაზრდა თაობაზე გადის, სწორედ ამიტომ შეირჩა - საკუთარი იდეების, ტყუილებისა თუ პოლიტიკური გეგმების გასავრცელებლად პლატფორმა, რომლის მომხმარებელთა უმეტესობა ახალგაზრდაა.
ტიკტოკის ოცნება - შაბათის ფორმულა
17 თებ 202420:23
3 წუთის საკითხავი