კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ტოკიოს ოლიმპიადის თარიღი ცნობილია.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ს ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც 2020-ის ნაცვლად, 2021 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, ერთი დღით ადრე დაიწყება და 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.