კიუშუ ბაშოზე მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მიოგირიუს დაუპირისპირდა და კვლავ დამარცხდა.
ქართველი სეკივაკეს ბალანსი მიმდინარე ბაშოზე უარყოფითია ნული ორთან. ხვალ ტოჩინოშინი შოთა ენდოს შეხვდება. რაც შეეხება დაბალ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, მანაც მეორე ორთაბრძოლა დათმო მისი ბალანსიც უარყოფითია.