იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი ტურნირი სუმოში, ჰაცუ ბაშო დაიწყო. ქართველმა სპორტსმენმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა პირველი ორთაბრძოლა შოჰოზანის წინააღმდეგ გამართა და დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა ნეკნის ტრავმა ახლახანს მოირჩინა და ვარჯიშიც ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე განაახლა. ქართველი სუმოისტის ხვალინდელი მეტოქე ონოშო იქნება. რაც შეეხება დაბალ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის მიმდინარე ბაშოზე მხოლოდ 7 ორთაბრძოლას ჩაატარებს და პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს.
ტოჩინოშინი წლის პირველ ტურნირში დამარცხდა
12 იან 202014:21
3 წუთის საკითხავი