logo
ENG



ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშო ვერ დაიწყო

14 ნოე 202113:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/14/w50z7hd6o63jbqp.jpg

დღეს იაპონიაში ბაშო იწყება, თუმცა, სუმოს ასოციაციის ცნობით, ტოჩინოშინს წელის ტკივილები აქვს და შეჯიბრში ჩართვას ვერ ახერხებს.

ქართველი სპორტსმენის ორივე მეტოქე უკვე გარკვეულია და მათ ლევან გორგაძის ვერგამოსვლის შემთხვევაში ავტომატური მოგება ჩაეთვლებათ.

ლევან გორგაძის კარიერის საუკეთესო სეზონი 2018 წელს ჰქონდა, როცა სუმოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, იმპერატორის თასი მოიგო.


close დახურვა