logo
ENG



ტრამპი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება

08 სექ 202000:42
3 წუთის საკითხავი
 
p91nqb00qa0zykw.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული ვაქცინა, კორონავირუსის წინააღმდეგ, ძალიან მალე მზად იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამ კონტექსტში ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში ვაქცინას 3 წელიწადშიც ვერ მიიღებდნენ. 

"პრეზიდენტი ტრამპი ვაქცინას რეკორდულ ვადებში მიიღებს. სხვათა შორის, ეს ობამას ადმინისტრაცია, რომ ყოფილიყო, თქვენ ვაქცინას 3 წელიწადშიც კი ვერ მიიღებდით, ან შესაძლოა საერთოდ არ მიგეღოთ. ვაქცინას მივიღებთ ძალიან მალე. შესაძლოა, ეს იმ განსაკუთრებულ დღემდეც [არჩევნებამდე] მოხდეს ", - თქვა დონალდ ტრამპმა. 


close დახურვა