logo
ENG



ტრამპი: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია

19 მაი 202008:31
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია - განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის ორდღიანი ვირტუალური კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მათ უამრავი ცუდი რჩევა მისცა და ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების ორმოც მილიონამდე შემცირების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ყოველწლიურად 450 მილიონი დოლარით აფინანსებს. კოვიდ 19-ის გავრცლელების წინააღმდეგ ზომების დაგვიანებით მიღებისა და ოფიციალური პეკინის მიმართ გამოცხადებული ნდობის გამო, პრეზიდენტმა ტრამპმა ორგანიზაცია მანამდე არაერთხელ გააკრიტიკა.  

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უმარავი ცუდი რჩევა მოგვცა, ბევრი საშინელი. ისინი არასწორად მოიქცნენ. ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყვნენ. გასულ წელს ჩინეთმა მათ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა, ჩვენ 450! და ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო! როგორც ჩანს ამან კარგად არ იმუშავა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაფინანსება 450-დან 40-მდე შევამცირო“, - განაცხადა ტრამპმა.


close დახურვა