logo
ENG



ტრამპი: ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის 9 სამხედრო-საზღვაო ხომალდი

01 მარ 202622:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/heqz8ts9b6d4tiw.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის 9 სამხედრო-საზღვაო ხომალდი ჩაძირეს. ის ამბობს, რომ მალე სხვა ხომალდებიც "ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან".

"ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის 9 სამხედრო-საზღვარო ხომალდი, მათგან ზოგი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენების წინააღმდეგაც მივდივართ - მალე ისინიც ზღვის ფსკერზე აღმოჩნდებიან! ხვა შეტევისას, ჩვენ მათი საზღვაო შტაბ-ბინა მეტწილად გავანადგურეთ. სხვა მხრივ, მათი ფლოტს საქმე ძალიან კარგად მიდის!", - წერს ის. 

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.

ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.


close დახურვა