logo
ENG



ტრამპი აცხადებს, რომ მეორე ვირტუალურ საპრეზიდენტო დებატში მონაწილეობას არ აპირებს

08 ოქტ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
299nu4ynzwkqb5s.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს მეორე საპრეზიდენტო დებატში მონაწილეობაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში უნდა გამართულიყო. 

კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის რისკების, ისევე როგორც ტრამპის ვირუსით ინფიცირების გამო, 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო დებატი მაიამის შტატში ვირტუალურ ფორმატში უნდა გამართულიყო. 

ტრამპის ინფიცირების მიუხედავად, პრეზიდენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მისი მკურნალი ექიმის ცნობით კი, პრეზიდენტს სიმპტომები აღარ აღენიშნება. 

ტრამპმა დღეს, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ აპირებს ვირტუალურ დებატებში მონაწილეობის მიღებას და "დროის უქმად ფლანგვას". 

მისგან განსხვავებით, ვირტუალურ ფორმატში საპრეზიდენტო დებატში მონაწილეობას დათანხმდა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი. 

ბაიდენმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ტრამპთან ერთად ერთ სივრცეში დებატის გამართვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ექსპერტები ნებას დართავდნენ


close დახურვა