დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.
მისი თქმით, სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს კურირებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც პროტოკოლითაა გაწერილი. ტრამპმა აქვე პირობა დადო, რომ ბრძოლას გააგრძელებს.
დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა - 232, შესაბამისად, ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.